ნიკა მელიას მორიგი პასუხი ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" - მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და ციხის გასაღები "ოცნების" ხელშია. განცხადება პარტიის თავმჯდომარის სახელით, ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა:
შარლ მიშელის დოკუმენტში წერია საქმის წარმოების შეწყვეტაზე და არანაირ გირაოს გადახდას არ შეუძლია საქმის წარმოების შეწყვეტა.
ის პროპაგანდა, რომელიც ახლა მიმდინარეობს დაუშვებელია და მიმართულია ნიკა მელიას წინააღდეგ, რათა თავიანთი გადაწყვეტილებების სიმძიმე გადააბრალონ მას.
გირაო იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში." ამბობს წიკლაური