"ამ შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი არ მგონია, რომ იყოს ნორმალური. მთელი ევროკავშირი უდგება თავდებად და მგონია, რომ ეს აბსოლუტურად საკმარისია. გულახდილად, რომ გითხრათ, მესმის, ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. იმდენად იძახდა გირაოს არ გადავიხდი, არ გადავიხდიო, ახლა რა გააკეთოს არ იცის. დარწმუნებული ვარ თვითონაც ხვდება, რომ ახალ უნდა გამოვიდეს, სანამ უბრალოდ ღიმილის მომგვრელი გახდება მისი პოზიცია",
ამბობს, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაზე.