ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

არასწორი ინტერპრეტაციები რომ დასრულდეს, გირაო არ არის ალტერნატივა ამნისტიის კანონის - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას საქმეზე საუბრისას.

ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირ გზავნილი იყო, მელიას და პროტესტში მონაწილეების საქმეები უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი. რადგან გირაოს გადახდა, რომც გადაეხადა ევროკავშირს, ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან და შეიძლება ისევ შეიძლება შეებრუნებინა ქართულ ოცნებას”- ამბობს ვაშაძე.

ვაშაძე კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნიკა მელიაზე ​პასუხისმგებლობის გადატანის ყველა მცდელობას:

"ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, მე ვაპირებ, ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით"- ამბობს ვაშაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი