"კიდევ ერთხელ გვართმევენ მიწა-წყალს.." - ოკუპაციის ახალი ტალღა შიდა ქართლში

გამოქვეყნდა:

ე.წ. ხნულები, ხის ძელები და არარსებული საზღვრის მანიშნებელი ბანერები - შიდა ქართლში ვითარება სულ უფრო მძიმდება. ქარელის რაიონში მცოცავი უკუპაცია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. ოკუპანტები დილიდან ტახტისძირისა და დირბის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ და ათობით ჰექტარ მიწას იტაცებენ.

ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ოკუპანტები უფრო მკაფიოდ მიჯნავენ იმ წართმეულ ტერიტორიას, რომელიც უკვე შარშან წაართვეს ადგილობრივ მოსახლეობას. დაახლოებით 30 ჰექტარი მოყვა მაშინ ოკუპანტების მხარეს. ახლა კი მიმდინარეობს უკვე კონკრეტული გამიჯნვა - ის გუშინდელი სამუშაოები იყო მხოლოდ და მხოლოდ წინაპირობა იმისა, რომ დღეს ეს გავლებულიყო, ალბათ შემდეგი ეტაპი იქნება ღობეების და მავთულხლართების დამონტაჟება, რაც ჩვენთვის პირდაპირი აგრესიის ტოლფასია და ნიშნავს იმას, რომ ოკუპანტები კიდევ ერთხელ გვართმევენ მიწა-წყალს, - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა. 

 სუს-ში კი ამბობენ, რომ ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიებს უკვე მიაწოდეს და ოკუპაცია, ერგნეთში 27 აპრილს ჩანიშნულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი