"ამნისტია უნდა შეეხოს ყველას"- კალაძე ნიკა მელიას საქმეზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი არ პასუხობს კითხვას ნიკა მელიას გათავისუფლების რა გზას ხედვას. კახა კალაძე კი ამბობს, რომ ამნისტია შეეხება ყველას:

ამნისტია შეეხება ყველას. ამაზე შეთანხმებაშიც მოხდა ჩაწერა, თუმცა როგორც ვისმენ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან განცხადებებს, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას...ჩემი პოზიცია არის, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამნისტია უნდა შეეხოს ყველას- ამბობს კახა კალაძე

ყველაფერი წერია შეთანხმებაში და ეს გზაც იქ მოცემულია - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე იგივე საკითხზე საუბრისას და "მთავარის" ჟურნალისტს შეთანხმებაში ჩახედვას ურჩევს.

თალაკვაძის ინფორმაციით, ორშაბათს სავარაუდოდ კონსულტაციები შედგება, ხოლო შეთანხმებისამებრ, სამშაბათს უნდა დაინიცირდეს ამნისტიის პროექტი, სალომე ზურაბიშვილმა კი გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი