"მიდის თუ არა კახა კალაძე"? - ამ შეკითხვას თბილისის მერი კონკრეტულ პასუხს არ სცემს. მისი თქმით, ადგილობრივ არჩევნებამდე ყველაფერს გავიგებთ.
"მე ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს კახი კალაძესთან დაკავშირებით... ბავშვობიდან ერთად ვართ და რასაკვირველია მასთან ერთად ვხედავ თავს", - ამბობს ლევან კობიაშვილი, დეპუტატი და კალაძის გუნდის წევრი
კიდევ ერთი სპორტსმენი დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე კი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველა გამოწვევა ახალ შესაძლებლობად უნდა აქციოს.
"ყველაზე დიდი დანაკლისი რაც შეიძლება "ქართულ ოცნებას" ჰქონოდა არის პარტიის თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლა. მაგრამ მე ძალიან მჯერა ამისა და "ქართულმა ოცნებამ" ეს არაერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა ეს გამოწვევა უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა... მე დღეს არც წარმომიდგენია კახი კალაძის გუნდიდან გასვლა, მაგრამ ... ნუ ... საბოლოო ჯამში, ყველანაირი გამოწვევა უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად", - თქვა ვიქტორ სანიკიძემ.
ყოფილი მორაგბე, პარლამენტის დეპუტატი დავით კაჭარავა კი ამბობს, რომ "გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა" და ვინც წასასვლელი იყო ის უკვე "გადაბარგდა".
"ასეთი ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს, არ ვფიქრობ, რომ კახი კალაძე ამ გუნდიდან წავა, ძალიან კარგი სიტუაციაა გუნდში. ძირითადად, გახარიას გუნდის წევრები ვინც იყვნენ, ისინი უკვე გადაბარგდნენ. აქიდან გამომდინარე, სხვა რაღაც ცვლილებებს ჯერჯერობით არ ველოდები, თუ რაღაც მოხდება როგორც მე გავიგებ, ისე გაიგებთ თქვენც", - აღნიშნავს დავით კაჭარავა.