სანდრო რაქვიაშვილის პარლამენტში შესაყვანად, "გირჩმა" საარჩევნო სია ჩახსნა

გამოქვეყნდა:

გირჩის ერთ-ერთი წევრის, სანდრო რაქვიაშვილის პარლამენტში შესაყვანად, პარტიამ საარჩევნო სიია ჩახსნა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით - სიაში დარჩნენ სანდრო რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია და ჰერმან საბო.

"გაუუქმდეთ საარჩევნო რეგისტრაცია და მოხსნილ იქნან საარჩევნო სუბიექტის „გირჩი“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები, პარტიულ სიაში №8-დან №129-ის ჩათვლით, დანართის შესაბამისად", - ნათქვამია ჟვანიას განკარგულებაში.

"გირჩის" სიით პარლამენტში შესული ქალი დეპუტატი - სალომე მუჯირი "მთავარი არხის" ვებგვერდს უდასტურებს, რომ სიის ჩახსნის შემდეგ, პარლამენტის წევრობაზე უარს იტყვის, რის შემდეგაც, მის ადგილს პარლამენტში სწორედ რაქვიაშვილი დაიკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი