დავხოცეთ ერთმანეთი... კინაღამ "გალსტუკი" მოვახიე თალაკვაძეს - გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"ავიღე [დოკუმენტი] პირდაპირ და ვთქვი - "ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმების ზარ-ზეიმი გინდათ, მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, [ზურაბიშვილი] თქვენ რეალურად როდის შეიწყალებთ რურუას. ვიცით, რომ უნდა შეიწყალოთ, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და უნდა ვიცოდეთ". ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ "ჰალსტუხი" მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ჩვენ შევედით - აბა, ბიჭებო, რა კარგად არის ყველაფერი, მოდი, ჰა, გავაფორმეთ დოკუმენტი და ჩვენი ჭირიც წაუღია. არა, ჩემო კარგებო, 6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, რაც არის და ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი და რაზე? ამნისტია ვისზე უნდა გავრცელებულიყო".

ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე TV პირველის ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი