შეთანხმება არ შედგა - რიონის ხეობის მცველებს ხელისუფლება მხოლოდ ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველების მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული დრო ამოიწურა - ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მათ ცოტა ხნის წინ პრემიერის წარმომადგენელი, რეგონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ მათი სამი მოთხოვნიდან ორი - ბარიკადების აღება და პროტესტის მონაწილეებისთვის ნამახვანისკენ გადაადგილების უფლება დაკმაყოფილდება. 

რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათთვის ეს მიუღებელია. ლერი ბარნაბიშვილმა კი მათ უთხრა, რომ ხელისუფლების საბოლოო პოზიცია ხვალ, მედიის საშუალებით დღის 12:00 საათამდე გავრცელდება. 

სამუშაო პროცესს არ ეხება საუბარი. გაგრძელდება ჩვეულებრივადო. ერთიანი პროცესია ეს, ბუნებრივია. გზა იმიტომ შენდება,რომ ჰესი უნდა აშენდეს. ჩვენთვის ეს მიუღებელია, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი