არასამთავრობო სექტორის და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიების შეხვედრა სასტუმრო რუმსში- შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა, სწორედ აღნიშნული დოკუმენტი და ამნისტიის კანონპროექტი იქნება, რომელიც საკანონდებლო ორგანოში სამშაბათს უნდა დარეგისტრირდეს.
ამნისტიასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები აქვთ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც დოკუმენტს ხელს არ აწერს.
"ქართული ოცნება" გეგმავს ამნისტია შეახოს 20 ივნისის მოძალადე პოლიციელებს და ამ დროისათვის სულ 3 სამართალდამცველის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამნისტია არ შეიძლება შეეხოს ძალადობრივ დანაშაულს, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა:
კვალიფიკაცია არასწორად არის გამოძიებაში, მაგრამ რომც ჩავთვალოთ, რომ 333-ე მუხლი სწორია, ამ შემთხვევაშიც კი სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ეს არაადამიანურ მოპყრობაში გადის" - ამბობს "საიას" ხელმძღვანელი.
ეს ყველაფერი არის მიბმული საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს...ყველა ამბობს და მეც ვიზიარებ, რომ ეს არის კომპრომისული ვარიანტი და ყველაფერი ყველას მოსაწონი არ იქნება - ამბობს ეკა გიგაური "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი
ქართული ოცნება კი 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზე პოლიტიკურ კონსულტაციებს იწყებს. ორშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს შეხვდება. სავარაუდოდ ამნისტია იქნება უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე განხილვის მთავარი თემაც.