"იგი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან" - კრამონი სამადაშვილზე

გამოქვეყნდა:

შარლ მიშელის დოკუმენტზე სალომე სამადაშვილის ხელმოწერას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აფასებს.

"იგი იმსახურებს მხარდაჭერას ყველასგან, ვისაც სურს დაძლიოს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საბოლოოდ დააბრუნოს ქვეყანა კონსტრუქციულ ევროატლანტიკურ გზაზე. დიდი მადლობა იმ პოლიტიკოსებს!" წერს კრამონი ტვიტერზე.

სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა. ფაქტს მწვავე რეაქცია და გამოხმაურებები მოჰყვა როგორც ენმ-ს, ისე მათი მხარდამჭერების მხრიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი