
მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე, Facebook-ზე ოპოზიციის იმ ნაწილის შესახებ, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა პოსტს აქვეყნებს:
"თუ ალეკო ელისაშვილს აუხდა საბედისწეროდ იმ მართალი კახელი კაცის წინასწარმეტყველება და „მარცხი მოუვიდა“, ამათ რატომ გონიათ, რომ იგივე არ დაემართათ? ან რატომ ჰგონიათ ამ ხელმომწერებს, რომ მასზე უკეთესები არიან? რატომღაც ვფიქრობ, ბევრს ავიწყდება, რომ ეს სახელმწიფოა და არა ბაზარი! აბა, ან ეს ამნისტია რას ნიშნავს, ან გირაო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კობახიძის პირდაპი აღიარებითი ჩვენება არსებობს, რომ მელიას დაჭერა პოლიტსაბჭოზე გადაწყდა. ან რომელ კანონში წერია, დაიფიცოს მელიამ, რომ გადაიხდის გირაოს და მერე შევა პროკურატურა გირაოს მოთხოვნითო? ანუ, თუ მართლა დიდი იდეისთვის ვიბრძვით, ქვეყანას სამართლიანობა სჭირდება პირველ რიგში", - წერს ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, "ღირსებისთვის ბრძოლის გამო დაჭერილ ადამიანს ვაჭრობა არ უნდა მოუწყო და შენ ამ დროს პარლამენტში კაბინეტეს არ უნდა ირჩევდე".