ამაზე უფრო გასაგებად ძნელი წარმოსადგენია, ჩვენს რომელიმე დასავლელ პარტნიორს ესაუბრა - ხელაშვილი სენატორების რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, "ოცნების" დეპუტატმა გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ყველა მიმდინარე პოლიტიკურ თემას განიხილავენ.

ხელაშვილი ამერიკელი სენატორების მიერ წარდგენილ რეზოლუციას გამოეხმაურა:

"რეზოლუცია იხსნება იმ შეთანხმების მთავარი პუნქტით, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პარლამენტი დაემსგავსოს პარლამენტს. ამაზე უფრო მეტად გასაგებად ძნელი წარმოსადგენია, ჩვენს რომელიმე დასავლელ პარტნიორს რაიმეზე ესაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით" - ამბობს ხელაშვილმა.

უმრავლესობის სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში 2 საათისთვის დაინიშნა.

აშშ-ს სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი