არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა 

გამოქვეყნდა:

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს განცხადება მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახალა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე", - თქვა თალაკვაძემ.

მან, მადლობა გადაუხადა გუნდს და თქვა, რომ მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის სპიკერობა მისთვის დიდი პატივი იყო.

თალაკვაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს:

„არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“,- თქვა "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი