მეორედ გაუქმებული ტროლების ქარხანა - ენჯეოების პასუხი ყანდიაშვილის ბრალდებებს

გამოქვეყნდა:

კოკა ყანდიაშვილის ბრალდებას, რომ ფეისბუქმა ანგაჟირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გამო წაშალა ფეისბუქ-გვერდები, სამოქალაქო სექტორში არასერიოზულს უწოდებენ. მათი განცხადებით, სიცრუისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების წყაროებს თავად ფეისბუქ-ადმინსტრაცია სწავლობს და შესაბამისად მოქმედებს.

ფეისბუქი გადაწყვეტილებას არ იღებს მხოლოდ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და პირველ რიგში გამოძიებას წარმოებს იმ აურაცხელ ოდენობის მონაცემებზე და სხვადასხვა ანგარიშების კავშირებზე დაყრდნობით, რომელიც მას ყველაზე კარგად აქვს, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დეზინიფრამციის კამპანია კიდევ გაგრძელდება და უფრო აგრესიულ ხასიათს მიიღებს. 

ქართულმა ოცნებამ უმჯობესია განმოიტანოს სწორი დაკსვნები ამ მოვლენებისგან, მე არ გმნავიხილავ ყანდიაშვილს განცხალკევებით, რაც არ უნდა გაემოჯნოს, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

ყანდიაშვილის ბრალდებას ატლანტიკურ საბჭოშიც გამოეხმაურნენ. სწორედ იქ იგზავნება პირველი შეტყობინება ფეისბუქის ადმინისტრაციის მხრიდან ამა თუ იმ გვერდის გაუქმებასთან დაკავშირებით.

საბჭოში ამბობენ, რომ გვერდებისა და პროფილების გაუქმების გადაწყვეტილებებს ფეისბუქის ადმინისტრაცია დიდი დაკვირვების შემდეგ იღებს და ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. მათი თქმით, საქართველოში ტროლების ფაბრიკის უკვე მეორედ გაუქმება, გზავნილია, რომ ფეისბუქი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემს საშუალებას სოციალური ქსელი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

ფეისბუქმა ე.წ. ტროლების ქარხანა, კოკა ყანდიაშვილის გვერდი და მასთან დაკავშირებული ეS-პერსონას საიტი რამდენიმე დღის წინ გააუქმა. ამ ფაქტს ყანდიაშვილი გუშინ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფეისბუქმა ეს გადაწყვეტილება საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით მიიღო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი