"ეს არის ხაფანგი, რომელიც ხელისუფლებამ შეთანხმებით დააგო, რაც არ უნდა ითქვას, რომ ეს მედიატორმა ჩადო. ბუნებრივია, შესაძლებელი იყო ეს ასე მომხდარიყო. პირველ რიგში, ეს ხაფანგი დაუგეს დოკუმენტზე ხელმომწერებს, რომ მოხდეს მათი დისკრედიტაცია და ბუნებრივია, რომ თუ ოპოზიციის ნაწილის დისკრედიტაცია მოხდება ეს მთლიანად ოპოზიციაზეც გავრცელდება".
- ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარისთვის" მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, 20 ივნისის ამნისტიაზე და ოპოზიციას მოუწოდებს, "...არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში". ინტერვიუ სრულად დღეს, 21:00 საათზე "შაბათის მთავარში".