ნიკა მელია ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდოამრე ნიკა მელია ევროპარლამენტარების თავდებობაზე თანახმაა. ამის შესახებ მან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "მთავარ არხთან" ისაუბრა. ამბობს, რომ მისთვის საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია სრულიად მისაღებია.  

მელია მმართველ პარტიასაც პასუხობს და ამბობს, რომ მიშელის შეთანხმებით არც გირაოა გათვალისწინებული.

...ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ევროპარლამენტარების თავდებობა და არის ეს ჩემთვის კომიკური, როცა ვისმენ "ქართული ოცნების" კომენტარებს, რომ ეს შეთანხმებაში არ არისო გათვალისწინებულიო. მაპატიეთ და შეთანხმებაში ის არის გათვალისწინებული, რომ გამოსასყიდი უნდა ჩამრიცხვოდა? აბა
წაიკითხონ კარგად, შეთანხმებაში ეს არ წერია. ერთი სიტყვით, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ახლა ნაცვლად იმისა რომ კრიზისი დაიძლიოს, კრიზისი არ გავაღრმავოთ და მერწმუნეთ, კრიზისი მნიშვნელოვნად გაღრმავდება ქვეყანაში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, თუკი ამნისტიის კანონი თუნდაც ერთ მოძლადე პოლიციელზე გავრცელდება, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული და მათთვის ვინც ჩემთან მიმართებით დარდობს და ამბობს, რომ ეს რაიმე სახით მე დამაკნინებს, მე ეს ვერანაირად ვერ დამაკნინებს, - ამბობს ნიკა მელია "მთავარ არხთან".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი