„ივანიშვილის ინტერვიუ არის ქართველი ერის გენოციდის დაანონსება“ - ოლიგარქის მორიგი ტყუილი დასაქმებაზე და კრიტიკული შეფასებები სასულიერო პირების და ემიგრანტების მხრიდან

გამოქვეყნდა:

ოლიგარქი უკვე აღარ მალავს, რომ ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა - მან ღიად თქვა, რომ ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესებას უახლოეს მომავალში არ უნდა ელოდოს საზოგადოება და სამუშაო ადგილები, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, ათეულობით წლების განმავლობაში  განუხორციელებელ ოცნებად დარჩება.

მამა ნექტარიუს მჭედლიძე ამბობს, რომ ყველა ემიგრანტის ოცნება სამშობლოში დაბრუნებაა, თუმცა „ქართული ოცნების“ ლიდერმა მათ გუშინ, „იმედის“ ეთერიდან ეს ბოლო იმედიც მოუკლა.

მღვდლის ეს მწვავე რეაქცია ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ხალხს ევროპაში სამუშაოდ წასვლა ურჩია. მისმა განცხადებამ სასულიერო პირებში მწვავე შეფასება დაიმსახურა. ლონდონის ქართული ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ილია ჭიღლაძემ ბიძინა ივანიშვილს არამზადა უწოდა.

გერმანიაში წასული ემიგრანტი, რომელიც დეპორტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, ივანიშვილის განცხადების შემდეგ დარწმუნდა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება დაპირებას სამუშაო ადგილების შექმნაზე ვერ შეასრულებს.  

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ აღიარა, რომ დაპირებული ათასობით სამუშაო ადგილი ტყუილია. ქვეყნის ოლიგარქის ინტერვიუდან ხალხი ყველაზე მეტად სწორედ დასაქმების პრობლემაზე განცხადებამ შეაშფოთა. დღე „მთავარის“ კამერასთან ყველა ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ მოქალაქეები მოატყუა.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ "იმედის" ეთერში გულწრფელად აღიარა, რომ ყველას დასაქმება და საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყანაში შეუძლებელია. მან მოქალაქეებს მოუწოდა რომ მაღალანაზრაურებადი სამსახურები ქვეყნის გარეთ მოძებნონ, ერთადერთი რაშიც ქართული ოცნების ხელისუფლება ხალხს დაეხმარება, 2-3 თვეში ემიგრაციაში წასასვლელი ენის შესწავლა და თვითმფრინავის იაფი ბილეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი