
რეპრესიული სისტემა ყოველთვის ცდილობს, იდეოლოგიური მტერი ჯერ აბსურდული ბრალდებით გაუშვას ციხეში, მორალურად გატეხოს, ბოდიში მოახდევინოს, სახალხოდ რეპუტაცია შეულახოს და ამ გზით, მისგან მომავალი საფრთხე გააუვნებელყოს. მერე უკვე პოლიტპატიმრის გათავისუფლება პრობლემა არაა.
სწორედ ამის მიღწევას ცდილობდა და დღემდე უიმედოდ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ნიკა მელიასთან, რომლისთვისაც გირაოს გადახდა ერთი მხრივ, ბოდიშის მოხდის ტოლფასი იქნებოდა და ცალსახა აღიარება იმ ბრალდების, რაც მას არ ჩაუდენია. მეორე მხრივ კი, 20 ივნისის სისხლიანი დარბევის ლეგიტიმაცია.
მეჰდი რაჯაბიანის არ იყოს, უდანაშაულო ნიკა მელიამ ხელისუფლებას ციხიდან შემოუთვალა, თუ რაიმეს შეიძლება ეწოდოს ამორალური, ეს საქართველოს ხელისუფლებააო: "მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით".
ბექა ყორშიას სიუჟეტი - ნიკა მელია, ოპოზიციის ლიდერი