შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში იკრიბებიან.
კანონები დასაწერია. დასაწერია რომ სწრაფად დარეგისტრირდეს და სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის იმპლემენტაცია , რომ ერთი წამითაც კი დაგვიანების შესაძლებლობა არ მივცეთ ქართულ ოცნებას- ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეხვედრაზე უკვე მივიდნენ პარტია "ლელო"-ს წევრები. ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღევანდელი შეხვედრის თემა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ამნისტიის საკითხი იქნება.
"დღეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა. იცით, რომ ერთ-ერთი ცხელი საკითხი არის, ყველაზე უფრო მწვავე თემა, ეს არის ნიკა მელიას გათავისუფლება და როგორ გადავიდეთ, რომ ამ შეთანხმების სხვა მუხლების შესრულებაზე დაიწყოს რეალური მუშაობა. ეს არის ჩვენი ამოცანა, ამ მიზნისთვის ვიკრიბებით. ცხადია, რომ ამნისტიის კანონიც იქნება განხილვის მნიშვნელოვანი თემა",-თქვა ანა ნაცვლიშვილმა.
19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბოლოო დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა და "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერეს.