ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს "ქართული ოცნებიდან" დღეს მიხეილ სარჯველაძე და ანრი ოხანაშვილი ხვდებიან.
კონსულტაციების ძირითადი თემა სავარაუდოდ ამინსტია და ნიკა მელიას გათავისუფლებაა.
მანამდე კი ხელმომწერი ოპოზიციონერები სამუშაო შეხვედრაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში შეიკრიბნენ.