
"რასაც ვამბობდით, კონვენციური დანაშაულებზე არ გავრცელდება ამნისტია. პირდაპირ ჩაიწერება სავარაუდოდ კანონში. ჯალათებზე არ გავრცელდება ამნისტია - ეს, რომ დამთავრდეს სპეკულაცია. უამრავი დეტალია ამ კანონში და ყველა შევეცდებით, რომ სამშაბათამდე დაზუსტდეს აბსოლუტურად ყველა დეტალი... 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი აუცილებლად, იმიტომ რომ ეგ არის რაც არის ახლა სამ პოლიციელზე და ასევე პროტესტში მონაწილე 16 ადამიანზე... ამაზე არის საუბარი... ნიკა მელიაზე ავტომატურად გავრცელდება რა თქმა უნდა".
ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციისა და "ოცნების" შეხვედრის შემდეგ.