
"...ცოტა დავფიქრდეთ და მოვიქცეთ ისე, ღმერთს რომ გაუხარდება. დღევანდელი მდგომარეობა ღმერთს, ჩვენს წინაპრებს გაახარებდა? რომელიმე მხარეს გაამართლებდნენ? ქართველებს როგორც გვინდა შედით [პარლამენტში] და კანონები მიიღეთ. თუ უფალი ინებებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, თუ არ ინებებს, რაც არ უნდა წამოწვეთ კარვებში, ქუჩებში, არაფერი მოხდება... ჩვენი ტერიტორიების გადაცემის წინაშე ვდგავართ ამ გაუნათლებელი და ვითომ პოლიტიკოსების გამო. კეთილი ინებეთ და ქართველებს რაც უნდათ, ისე მოიქეცით... პოლიტიკოსები და მედია არ ძალადობთ ჩვენზე, თუ სადმე ძალადობა არ მოგწონთ, რა გინდათ, ჩვენც გავხდეთ მოძალადეები? როცა იმას ელოდები, რომ 50 000, 100 000 კაცი შეკრიბო და მე ვარ, ვინც ვარო, იძახო, ეს ხო პოლარიზაციას აჩენს? ვინ ხართ, რომ გამოდიხართ და ერის მამებივით ლაპარაკობთ?"
- ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.