
პარლამენტში შესულ ოპოზიციას უკვე ახალ თავმჯდომარესთან მოუწევს მუშაობა - არჩილ თალაკვაძემ გუშინ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. რა შეიძლება იყოს თალაკვაძის გადადგომის მიზეზი ან მიზანი? - ზუსტად იმ დროს, როდესაც ის წარმოადგენდა "ქართულ ოცნებას" ბოლო შეხვედრებზე და შარლ მიშელის დოკუმენტსაც სწორედ მან მოაწერა ხელი.
თავად თალაკვაძე ამბობს, რომ სწორედ მოლაპარაკებების შემდეგ ის აღარ აღიქმება ნეიტრალურ მხარედ და ამიტომ მიზანშეუწონლად მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დარჩენა.
რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი და რა შეიძლება იმალებოდეს არჩილ თალაკვაძის გადადგომის უკან?
თათა ჩიკვილაძის რეპორტაჟი - "გადამდგარი თავმდჯომარე"