"ოპოზიციაში სისუსტეები რომ არ ყოფილიყო, "ოცნება" მალევე დათმობდა" - ნინო ჯანგირაშვილი

გამოქვეყნდა:

"ოპოზიციაში სისუსტეები რომ არ ყოფილიყო, "ოცნება" მალევე დათმობდა", - ამის შესახებ ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.

60 ოპოზიციონერის ბოიკოტი გამანადგურებელია. ამაში დაიკარგა დრო და ოპოზიციამ წააგო. ამის მიუხედავად, მოხდა ისე, რომ ნიკა მელიას ნაბიჯმა გააცოცხლა რეალურად ვითარება... პირდაპირ ვიტყვი, ჩვენი საზოგადოება რომ მდგარიყო ქუჩაში რამდენიმე დღე თუნდაც, საერთოდ არაფერი დაგვჭირდებოდა. არც დასავლეთი, არც არავის ჩარევა, არც ეს ფურცლები, არც ეს შეთანხმებები, ჩვენ რომ მწყობრად მოგვეთხოვა რიგგარეშე არჩევნები, - ამბობს ჯანგირაშვილი.

მისივე თქმით, შარლ მიშელის "დოკუმენტი არ იქნებოდა ცუდი რომ არა ის, რაც ახლა მოხდა რამდენიმე ოპოზიციონერის წყალობით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი