
11 მაისიდან საცალო და საბითუმო მაღაზიების ნაწილი იხსნება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვები ყველა იმ მაღაზიას შეეხება, რომელსაც შესასვლელი აქვს ქუჩიდან და არ ვაჭრობს ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით. გახარია ამბობს, რომ შეზღუდვები არც სავაჭრო ცენტრებს მოეხსნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმდდა.