ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 26 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 043 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 147 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 125 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი