20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიაზე ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც იმსჯელებენ, რომელი მუხლები გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონში, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე ხვალ, უნდა მოხდეს.
შეხვედრა მმართველი პარტიის წევრებსა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერებს შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გუშინაც შედგა.
შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ამბობდნენ, რომ ამნისტია დარბევის ბრძანების გამცემებზე და შემსრულებლებზე არ გავრცელდება, ხოლო ქართული ოცნება ამბობს, რომ ამნისტია ყველას შეეხება.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელმომწერმა ოპოზიციონერებმა დოკუმენტზე ხელმოწერა იჩქარეს.
სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ტყუილია შეფასება, თითქოს, ეს არის "ჯალათების ამნისტია".