
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აპრილს, "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული 3 სამოქალაქო აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს, საუბარია რუსი პროპაგანდისტის, პოზნერის ვიზიტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, რა დროსაც ახალგაზრდებს გია ვოლსკიმ უხამსი ჟესტი აჩვენა.
აქტივისტები ამბობენ, რომ ის, რასაც მათ ედავებიან -პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობა, სინამდვილეში არ ყოფილა.
სასამართლოში ასევე იმართება 14 აპრილს, შსს-თან დაკავებული აქტივისტების პროცესი. ისინი "ოცნების" ოფისთან, გიორგი მუმლაძის დაჭერის გაპროტესტებისას დააკავეს.
ბრალდებულები ამბობენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც სასამართლო მიიღებს პოლიტიკური იქნება.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი.