"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
ზუსტი ინფორმაცია რამდენი პირია დაკავებული ჯერ უცნობია.
დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" ოფისთან დეპუტატი გია ვოლსკი მივიდა, ის შეძახილებმა "მონა" გააღიზიანა და აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა. ვოლსკის ამ საქციელმა აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია, ამის შემდეგ კი პოლიციამ მათი დაკავება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ოფისში ცოტა ხანში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები უნდა გაიმართოს. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ოკუპაციას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.