უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას - სუს-ი

გამოქვეყნდა:

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები 2020 წელს ცდილობდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევას - აცხადებს სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე.

ალექსი ბატიაშვილი გაერთიანებული კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარადგენს.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ მიერ მართული თუ დაფინანსებული აქტივობებისა და კამპანიების მეშვეობით, ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირდაპირ ან ირიბ ჩარევას. ასევე, მიზნად ისახავდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას, - აცხადებს ბატიაშვილი

სუს-ი მთავარ საფრთხედ, რუსეთის ექსპანსიურ პოლიტიკას ასახელებს.

ამავე თემაზე:

2020 წელს მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით - სუს-ი
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი