ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

გამოქვეყნდა:

"ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

გახარიას თქმით, პოსტ-კრიზისული გეგმის პირველი ნაწილი ტურიზმის სექტორს შეეხება. მომდევნო კვირების განმავლობაში კი ანტი-კრიზისული გეგმები მომზადდება სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და სხვა დაზარალებული სექტორებისთვის.

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადი გადავადდება ცხრა თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადების და შემდგომი ეტაპობრივი გადახდის სქემებზე ლაპარაკი შესაძლებელია, -  განაცხადა გახარიამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხის სუბსიდირების კრიტერიუმები. გახარია განმარტავს, რომ სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება ნებიმისმიერ სასტუმროს, რომლის წლიურ ბრუნვაც 20 მილიონ ლარს არ აღემატება.

"დღეს ვაწესებეთ ახალ ნორმას, ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონ ლარამდე, მათ დავუბსიდირებთ სესხის პროცენტის 80%-ს, 5 მილიონ ლარამდე, - აცხადებს პრემიერმინისტრი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი