"კომუნიკაცია გვექნება "ქართულ ოცნებასთან" - პაატა მანჯგალაძე ამნისტიის კანონზე

გამოქვეყნდა:

"ლელო საქართველოსთვის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ უთხრა, ოპოზიციას, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, სამი ძირითადი პრინციპი აქვს: 

  • "არ უნდა გავრცელდეს მწამებლებზე და მოძალადეებზე;
  • არ უნდა გავრცელდეს თანამდებობის პირებზე;
  • აუცილებელი უნდა იყოს თანხმობა".

მანჯგალაძის თქმითვე, დღის ბოლომდე მოხდება კომუნიკაცია "ქართულ ოცნებასთან". მხარეები, ოპოზიცია და მმართველი პარტია ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას გაცვლიან, რის შემდეგაც ინფორმაციასაც გაასაჯაროებენ.

კომუნიკაცია გვექნება "ქართულ ოცნებასთან" და შევათანხმებთ დეტალებს. არ ვიცით, ამ ეტაპზე, რა არის მათი პოზიცია. თუ იქნება კომუნიკაცია და შევათანხმებთ, გეტყვით ყველაფერს. [შეხვედრის] ფორმატი არ არის ცნობილი. ვიცი, რომ კანონპროექტების გაცვლა უნდა მოხდეს და შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს, - ამბობს მანჯგალაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი