
"ჩვენ შევდივართ [პარლამენტში] იმ განწყობით, რომ ამნისტიის კანონის მიღებასთან ერთად, მძევლების გამოშვების კვალდაკვალ, უბრალოდ ჩიხიდან დავიწყოთ გამოსვლა", - განაცხადა "ლელოს" ოფისში, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ, არმაზ ახვლედიანმა.
ვინც ხვალ შევდივართ პარლამენტში, ვართ განწყობით, რომ არათუ ამნისტიის კანონში გამოვრიცხავთ ისეთ უცნაურობას, რამაც შეიძლება საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს, ამაზე საუბარიც არ არის, ეს არც კი განიხილება. მე ამას ვამბობ მკაფიოდ.
ჩვენ შევდივართ იმ განწყობით, რომ ამნისტიის კანონის მიღებასთან ერთად, მძევლების გამოშვების კვალდაკვალ, უბრალოდ ჩიხიდან დავიწყოთ გამოსვლა.
ცეცხლზე ნავთს დაასხამს ნებისმიერი, ნებისმიერი მხრიდან, ვინც მას შემდგ, რაც გამოჩნდება, რომ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებამ დაიწყო რეალიზება, ლოგიკის გარეშე, მაინც ამას შეეწინააღდმეგება" - ამბობს ახვლედიანი.