
"გირჩის სამეფოს" შემდეგ, "გირჩელები" პარლამენტში უკვე სტუდიის მოწყობას აპირებენ. გეგმების შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილი საუბრობს:
„ერთ-ერთ ოთახში უნდა იყოს სტუდია, საიდანაც ჩავერთვებით ხოლმე და ვილაპარაკებთ „ლაივში”, გადაცემებში და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რომ კაბინეტებში ვისხდეთ და სერიოზული სახით რაღაცებზე ვილაპარაკოთ? ასე არ მოხდება. სტუდია გვექნება. უნდა დავლაგდეთ, როგორი იქნება ეს სტუდია და სად გავაკეთებთ. დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ. ჩვენს ამომრჩევლებს აინტერესებს საპარლამენტო ცხოვრება და როგორაა ეს ყველაფერი აწყობილი. ეს ხომ პრივილეგიაა, რომ აქ ვიდგე და რატომ არ შეიძლება ამომრჩევლებს ეს პრივილეგია გავუნაწილოთ”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.