
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებასა და მოწოდებას, რომ "გაითხოვეთ ამნისტია და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს", "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი ეხმაურება.
ამბობს, რომ გირაოც და ამნისტიაც ევროკავშირის შემოთავაზებაა და თუ ნიკა მელია ამაზე უარს ამბობს, ე.ი. ის შეთანხმების ხელის შეშლას ცდილობს.
ნიკა მელიას განცხადებას ის არაადეკვატურს უწოდებს - "შეურაცხმყოფელია საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, არავის დღის წესრიგზე არ მოვერგებით და გავიტანთ ამ კანონპროექტს".