ნიკა მელიას ფერისცვალება უხერხულია - რატი იონათამიშვილი

გამოქვეყნდა:

"ვფიქრობ, პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელია, როდესაც ვინმე არათანმიმდევრულია. "ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა მელია გამოირჩევიან ზუსტად იმით, რომ არათანმიმდევრულად და უპასუხისმგებლოდ უდგებიან ნებისმიერ პროცესს, რაც ქვეყანაში ხდება. ასე რომ, მისი მხრიდან ეს ფერისცვალებაც უხერხულია, თუმცა ვფიქრობ, ამ წინადადებაზე დათანხმება თავის დროზე იქნებოდა სწორი. ახლა კი მიჩენს ეჭვის საფუძველს, რომ მან ახალი დავალება მიიღო და იმის ფარგლებში მოქმედებს. ამნისტიის კანონი არ არის გირაოს ალტერნატივა. ამ საკითხებს უნდა შევხედოთ კომპლექსურად. ეს იქნება შეთანხმების გასვლა. ეს დაუშვებელია. მსგავს განცხადებებს აკეთებენ სასოწარკვეთილი ადამიანები ან ისინი, ვისაც სურთ რაიმე სახის დაზიანება შეიტანონ მოლაპარაკების ფორმატსა და შედეგებში". 

- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი ნიკა მელიას შეთავაზებასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი