
ერგნეთში, ხვალ, 27 აპრილს, "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბორდერიზაციის ახალ შემთხვევებს გააპროტესტებენ და ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.
შეხვედრის პარალელურად, ერგნეთის ე.წ. "გამშვებ პუნქტთან" აქტივისტები მარიონეტული რეჟიმის მიერ ერთი წლის წინ ქალაქ ცხინვალისთვის შეცვლილ სახელს [27.04.2020-დან ოფიციალურად სტალინირი-ს უწოდებენ], მცოცავ ოკუპაციას, ანექსიას, უკანონო ბორდერიზაციასა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო მოტაცება-პატიმრობას გააპროტესტებენ.