
"ქართული ოცნებისა" და შარლ მშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრები IRI-ის ოფისში ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობენ. შეხვედრა ამ წუთებში დაიწყო.
ცნობილია, რომ ხვალ პარლამენტში სწორედ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უნდა შეიტანონ, რომლითაც შესაძლოა, 20 ივნისის მონაწილეებს ბრალი მოეხსნათ და ამნისტია შეეხოთ.
შეხვედრას მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძე და ანრი ოხანაშვილი ესწრებიან.
შეხვედრის მონაწილეები ერთმანეთს კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს უზიარებენ, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.