კომუნიკაციების კომისიის 5-მა წევრმა, 5 ევროპული ქვეყნის პრემიერზე მეტი ხელფასი აიღო - "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხუთმა წევრმა 2019 წელს, ხელფასის სახით ჯამში 1.18 მილიონი ლარი მიიღო. მათივე თქმით, ეს თანხა მეტია, ვიდრე ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, პოლონეთისა და მალტის პრემიერმინისტრების ხელფასები ერთად.

კომისიის თავმჯდომარე, კახი ბექაური, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 16,650 ლარს შეადგენს, თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კომისია ავტორიტეტული ორგანიზაციებისა და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების კრიტიკის ობიექტია პოლიტიზებული,
მიკერძოებული და არაეფექტიანი გადაწყვეტილებების გამო, - წერს ორგანიზაცია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი