"ქართული ოცნება" ისევ აკრძალვებს აწესებს და ეპიდემიის გავრცელების მომატებულ საფრთხეს მხოლოდ ხისტ შეზღუდვებს უპირისპირებს.
სააღდგომო დღესასწაულზე იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება და იკეტება საფლავებამდე მისასვლელი ყველა გზა.
მაშინ, როდესაც საქართველო მესამე ტალღის პიკში შევიდა და ქვეყანა ახალი და კიდევ უფრო აგრესიული შტამის გავრცელების მოლოდინშია, ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის მობილიზებას მხოლოდ ახლა იწყებს.
ვაქცინაციის პროცესი უკიდურესად ნელი ტემპით მიმდინარეობს, ქვეყანაში გვაქვს დასაწყობებული ჩინური ვაქცინა, რომლის ხარისხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ჯანდაცვის სექტორში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა, თუმცა როდის იქნება ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, ამაზე პასუხი არ აქვთ.
ჯანდაცვის სამინისტრო კერძო კომპანიებს არ აძლევს საშუალებას ქვეყანაში ვაქცინა საკუთარი ძალებით შემოიტანონ.
უპასუხისმგებლო პოლიტიკანური გადაწყვეტილება, რომელსაც მედიცინასთან საერტო არ აქვს - ასეთია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების შეფასება მმართველი გუნდის მიერ დღეს გაჟღერებულ ახალ რეგულაციებზე.
ამავე თემაზე:
კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს, 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე იმოქმედებს