კომენდანტის საათი აღდგომის ღამეს, 1 მაისის 23:00 საათიდან, 2 მაისის 4 საათამდე იმოქმედებს

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათი არ მოიხსნება. უფრო კონკრეტულად, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 4 საათამდე.

"საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება, მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი", - აღინიშნა ბრიფინგზე.

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა აკრძალული იქნება და მისასვლელი გზები ჩაიკეტება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი