ამნისტიის კანონპროექტი გახდება კანონი... "ოცნება" შეასრულებს პირობას - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება და ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება. 

დღეს კიდევ გავცვალეთ პოზიციები, იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. შეთანხმებიდან გამომდინარე, ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. შესაბამისად, შეთანხმებას სჭირდება შესრულება. "ქართული ოცნება" რჩება ერთგული შეთანხმების. შეთანხმებიდან გამომდინარე გვაქვს ყველას ნაკისრი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, მათ შორის ეს კომპონენტი შეეხება ამნისტიის კანონპროექტს. ამიტომ, აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი. ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი. ამნისტიის კანონპროექტი იქცევა კანონად. დაინიცირდება და "ქართული ოცნება შეასრულებს პირობას. თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს და ოპოზიცია სამართლიან და რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი, თუ არა ეს იქნება მათი გადასაწყვეტი, - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

მისივე თქმით, "ერთი ადამიანის ხუშტური, ვის რა როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის შეთანხმებას".

არიან საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობდნენ ზედმიწევნით ჩაეშალათ შეთანხმება. ახლა იკვეთებიან ასევე ჯგუფები, რომლებსაც სურთ შეთანხმების აღსრულების ჩაშლა. ჩვენი პასუხი, ჩვენი პოზიცია - ჩვენ ვრჩებით ერთგულნი შეთანხმების, ევროპული ღირებულებების.. ყველა პუნქტზე, რომელზეც ვიკისრეთ პასუხისმგებლობა, უნდა შესრულდეს, - ამბობს ოხანაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი