
"ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი საუბრობს.
ჩვენ ვცდილობთ, რომ ამნისტიის პროექტი იყოს ერთობლივად ინიცირებული, იმედია ასე იქნება. ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ მივყვეთ შეთანხმებას და ამნისტია შედგეს. ჯერ დოკუმენტი ტექსტუალურად არ გვაქვს, ვსაუბრობთ იმ პრინციპებზე, რომელზეც საზოგადოდაც არის საუბარი. და ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხს ვათანხმებთ და ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ერთობლივი პროექტი.
მოვთელეთ გარკვეული საკითხები... ვთანხმდებით მაგალითად ერთ საკითხზე რომელზეც დღესაც და გუშინაც ვსაუბრობდით, თავდაპირველად სპეკულაციურად აიწია, თითქოს შეიძლება ისეთი რამე იყოს ამნისტიაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს და მათ შორის იმ მაგალითებით დაზიანების, რომლებიც ზოგიერთ დაზარალებულს აქვს. ამაზე კიდევ ერთხელ ავხსენით და ვთანხმდებით ყველა, რომ რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება... ეს ამნისტია შეეხება 20 ივნისის ყველა მხარეს, მათ შორის სამართალდამცველებსაც, - ამბობს პაპუაშვილი.