კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება

გამოქვეყნდა:

კარტოგრაფების საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 27 აპრილს გაგრძელდება. პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყება.  ბრალდების მხარე მოწმეებს  გამოკითხვას, თუმცა რომელი მოწმე გამოიკითხება სასამართლო დარბაზში ამ ეტაპზე უცნობია.

ადვოკატების თქმით, საქმე პოლიტიკურია და ბრალდებულების  - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

"ზუსტად რომელი მოწმის დაკითხვა იქნება, ამის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ, დაცვის მხარე, მზად ვართ, ნებისმიერი მოწმის შემთხვევაში, სრულყოფილად გამოვიკვლიოთ და დავსვათ ის კითხვები, რომელბიც თითოეულ მათგანთან გაგვაჩნია.

არსებითი არის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოაება, რაზეც სახალხო დამცველი საუბრობს და ჩვენც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნეთ ამაზე საჩივარი, რომ ამ საქმეს აქვს პოლიტიკური მიზნები, რაც არ გამომდინარეობს მართლმსაჯუკების მიზნებიდან და ეს დევნა ხდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე",- თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი