ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ  17 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 043 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 909 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 148 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 126 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი