"არა ჯალათების ამნისტიას" - პარლამენტში დეპუტატები აქციის ფონზე შედიან

გამოქვეყნდა:

საკანონმდებლო ორგანოსთან, სხდომის პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ. ისინი პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, რომ არ მიიღონ ამნისტიის კანონი, რომელიც დაზარალებულებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ინტერესებს არ გაითვალისწინებს.

აქციის მონაწილეებს პარლამენტში მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხმაურით და შეძახილებით შეხვდნენ.

"ჩვენი მთავარი ბრძოლის მოტივაცია და სტიმული არის, იმ ჯალათი პოლიციელების დასჯა, რომლებმაც თვალები დასთხარეს ჩვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს და აუნაზღაურებელი ტრავმა მიაყენეს. გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკოსს, განსაკუთრებით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომ არ დაუშვან ისტორიის გადაწერა

ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ეს ამნისტია და შეწყალების აქტი მიღებული იქნება მხოლოდ ქართული ოცნების მიერ, თუ ამაში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციაც. ჩვენ კითხვები ხელისუფლებასთან აღარ გვაქვს",- ამბობს ნათია ლეთოდიანი.

აქცია პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღის ბოლომდე გაგრძელდება.

დღეს, 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში შევა. 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაციას გაივლიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი