"ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გავლილი" - "ოცნებიდან" დემარშით წასულები ტროლების ქარხანაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" დეზინფორმაციის კამპანიას 2020 წლის არჩევნებისთვის აქტიურად გამოიყენებს. 

უმრავლესობიდან სხვადასხვა დროს, დემარშით წასული დეპუტატები ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ, ე.წ. ტროლების ქარხნის უკვე მეორედ დახურვას ეხმაურებიან. ამბობენ, რომ დეზინფორმაცია არის რუსული მეთოდი და თუ "ოცნების" ხელისუფლება არ შეწყვეტს მის გამოყენებას, ქვეყანას ძვირად დაუჯდება. ისინი იხსენებენ იმ მეთოდებს, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადეს

რუსული ინსტრუმენტია და არ უნდა გვინდოდეს იმ ქვეყნების კატეგორიაში ვიყოთ სადაც ეს ინსტრუმენტები გამოიყენება საკუთარი მოქალაქეების მანიპულირებისთვის, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ უცნობია რა სახსრებს იყენებს ხელისუფლება და რა ჯდება რეალურად მის მიერ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია.

მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გავლილი. ჯერ კიდევ უმრავლესობაში ვიყავი როცა დავინახე რომ შესაძლებელია თუ განსხვავებულად ფიქრობ, განსხვავებულად მოქმედებ, გამოიყენონ მათ შორის საკუთარი თანაგუნდელის წინააღმდეგ აკრძალული მეთოდები, - ამბობს ეკა ბესელია.

შეგახსენებთ, რომ ფეისბუქმა ე.წ. ტროლების ქარხანა, კოკა ყანდიაშვილის გვერდი და მასთან დაკავშირებული ეS-პერსონას საიტი რამდენიმე დღის წინ გააუქმა. ამ ფაქტს ყანდიაშვილი გუშინ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფეისბუქმა ეს გადაწყვეტილება საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით მიიღო. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი