
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" "დამარცხების დღეა". როგორც მათიკაშვილი ამბობს, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეთანმხება შესრულებულიყო.
"ქართულმა ოცნებამ" მაშინ, როდესაც 1%-იანი ბარიერი განსაზღვრა კანონმდებლობაში, ეს სწორედ ჩვენი ინიციატივა გახლდათ. მიზანი ამ ყველაფრის იყო ის, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული ამ მხრივ "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა. იყო ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებაზე ხელმოწერა და დღეს პარლამენტი სრულიად განაახლებს საქმიანობას. დღეს ასევე შეიძლება ითქვას, რომ არის "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" მარცხის დღე. რადგანაც ყველა დესტრუქცია, ყველა მცდელობა, რომ შეთანხმება არ შემდგარიყო ჩაიშალა. დღეს არის მცდელობა, რომ ამ შეთანხმების აღსრულებას ხელი შეეშალოს და ეს პირდაპირ მომდინარეობს ამ ორი პარტიიდან", - ამბობს მათიკაშვილი.
მისივე თქმით, შეთანხმება "ზედმიწევნით შესრულდება" და ამნისტიაც გამოიცემა.