
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტში მივიდნენ. მათ პოლიციის დახმარებით მოუწიათ შენობაში შესვლა. როგორც საკანონმდებლო ორგანოში მისულმა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, არ დაუჭერენ მხარს ისეთ დოკუმენტს, რომლითაც შესაძლებელია პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ დამნაშავეები.
"დღეს უნდა გათავისუფლდეს რურუა, ჩვენ შემოვედით დღეს იმისთვის, რომ დავრეგისტრირდეთ და ამით გავათავისუფლოთ ერთი ადამიანი და დავიწყოთ ზრუნვა იმისთვის, რომ გამოვიყვანოთ ციხიდან მეორე ადამიანი. არცერთ შემთხვევაში არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს, რომ შესაძლო დამნაშავეებმა თავი აარიდონ პასუხისმგებლობას", - თქვა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ ნიკა მელია თანახმაა ევროკავშირის შეთვაზებაზე.